IPEN არის წამყვანი გლობალური ქსელი, რომელიც ქმნის უფრო ჯანსაღ სამყაროს, სადაც ადამიანებსა და გარემოს აღარ ემუქრება ზიანი ტოქსიკური ქიმიური ნივთიერებების წარმოების, გამოყენებისა და უტილიზაციისგან.
ჩვენი მიზანია, ერთად შევქმნათ ჯანსაღი, ტოქსიკური ნივთიერებებისგან თავისუფალი მომავალი ყველასთვის.
გლობალური ქსელი გლობალური ჯანმრთელობისთვის
IPEN 1998 წელს დაარსდა გლობალური ჯანმრთელობის ხელშესაწყობად, მსოფლიოში ყველაზე ტოქსიკური ქიმიური ნივთიერებების აკრძალვის შესახებ პირველი ხელშეკრულების — სტოკჰოლმის კონვენციის — თაობაზე მოლაპარაკებების დაწყების ინიციატორი. მას შემდეგ IPEN-ის წევრებმა წარმატებით ხელი შეუწყვეს ასობით გლობალური და ეროვნული პოლიტიკის მიღებას საზოგადოების ტოქსიკური საფრთხეებისგან დასაცავად.
IPEN-ის წევრები
მონაწილე ორგანიზაციები
IPEN-ის ძალა მის 700-ზე მეტ წევრ ორგანიზაციაშია, რომლებიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოქმედებენ — უმეტესად დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებიდან — და რომლებიც ქმნიან და განავითარებენ ქსელს. როგორც IPEN-ის მონაწილე ორგანიზაციები (POs), წევრები განსაზღვრავენ თავიანთ როლს IPEN-ში ქსელში ჩართულობის, მისიის წინ წასწევისთვის გატარებული ქმედებებისა და IPEN-ის გლობალური პოლიტიკური პლატფორმების მიღების გზით.
IPEN-ის ლიდერები
IPEN-ს ხელმძღვანელობენ ქსელის მიერ არჩეული ადგილობრივი ლიდერები, რომლებიც ერთობლივად მუშაობენ IPEN-ის გლობალური დღის წესრიგის ხელშესაწყობად. დაარსების დღიდან, IPEN მუშაობს დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნების სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფების ხმის წარმოსაჩენად, გარემოსდაცვითი სამართლიანობის პრინციპებზე დაყრდნობით. ჩვენი საქმიანობის ყველა ასპექტში ჩვენი გლობალური ქსელის ლიდერები წარმართავენ ჩვენს ძალისხმევას. IPEN-ის საქმიანობას კოორდინაციას უწევს რვა რეგიონში არსებული რეგიონული ცენტრები. IPEN-ს მართავენ მისი PO-ები. IPEN-ის გენერალური ასამბლეა ირჩევს აღმასრულებელ კომიტეტს, რეგიონულ საორგანიზაციო კომიტეტს და IPEN-ის ორ თანათავმჯდომარეს.
წვლილი საერთაშორისო პოლიტიკაში
სტოკჰოლმის კონვენციის გარდა, IPEN არის წამყვანი გლობალური ქსელი საერთაშორისო ფორუმებში, რომელთა მიზანია გლობალური ჯანმრთელობის დაცვა მავნე ქიმიური ნივთიერებებისგან – მათ შორის, ვერცხლისწყლის შესახებ მინამატის კონვენცია, ბაზელისა და როტერდამის კონვენციები, ქიმიური ნივთიერებების გლობალური ჩარჩო, პლასტმასის ხელშეკრულება და ქიმიური პოლიტიკის შემუშავების სხვა ორგანოები. IPEN მუშაობს იმისათვის, რომ ამ ფორუმებზე გაისმას ყველაზე მოწყვლადი თემების ლიდერების ხმა.
ადამიანის ჯანმრთელობისთვის ტოქსიკური საფრთხეების აღმოფხვრა
25 წელზე მეტია, რაც IPEN-ი წარმატებით ხელს უწყობს ახალი და უფრო ძლიერი გლობალური და ეროვნული პოლიტიკის შემუშავებას, რათა დაიცვას ადამიანები და გარემო საშიში ქიმიური ნივთიერებებისგან. IPEN-ისა და მისი წევრი ჯგუფების მუშაობამ ბოლო მოუღო ტოქსიკურ საფრთხეებს, რომლებსაც წარმოადგენდა ტყვიის შემცველი საღებავები, ვერცხლისწყლით დაბინძურება, ტოქსიკური პესტიციდები, სამრეწველო ქიმიკატები, ტოქსიკური პლასტმასები, საშიში ნარჩენები და მრავალი სხვა ქიმიური საფრთხე.
მეცნიერების პრაქტიკაში გამოყენება
IPEN წარმოადგენს გლობალურ საინფორმაციო წყაროს პოლიტიკის განმსაზღვრელებისთვის განათლების მისაცემად და ჯანმრთელობის დამცავი პოლიტიკის შესამუშავებლად. IPEN-ისა და მისი წევრების ორიგინალური კვლევები გამოქვეყნდა რეცენზირებულ ჟურნალებში და მოთხოვნადი იყო ეროვნული მთავრობების, გაერთიანებული ერების ორგანიზაციების, სამეცნიერო ინსტიტუტებისა და მედიასაშუალებების მიერ მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
შემოუერთდით IPEN-ს!
ნებისმიერ არაკომერციულ ჯგუფს, რომელიც საზოგადოებრივ ინტერესებზე მუშაობს და მხარს უჭერს IPEN-ის მისიას, შეუძლია განაცხადი შეიტანოს IPEN-ის მონაწილე ორგანიზაციის სტატუსის მისაღებად. IPEN-ის წევრობა არ ითვალისწინებს რაიმე სახის მოსაკრებელს ან ხარჯებს.
